გაკვეთილის
თემა.
|
„ჩემი სახლი-პლანეტა დედამიწა“.
|
პედაგოგი/საგანი
|
ოლგა მერებაშვილი-რუსული ენა
|
კლასი/საფეხური
|
VIII კლასი / ს.II
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
16 მოსწავლე;სსსმ-1 მოსწავლე
|
წინარე ცოდნა
|
ეკოლოგია , ეკოლოგიური კათასტროფა.გრამატიკა-ბრძანებითი
კილო.
|
მიზანი
|
·
მოსწავლემ
წაიკითხოს ტექსტი,გაიაზროს შინაარსი და ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით ამოიცნოს უცნობი
სიტყვების მნიშვნელობა.
·
შესძლონ
ელემენტარული ენობრივი ფორმების გამოყენება.
·
კითხვის
დროს დაიცვან ენისათვის დამახასიათებელი ინტონაცია.
·
განსაზღვრონ
საჭირო სტრატეგიები დავალების თითოეული ეტაპისათვის.
|
საკლასო მენეჯმენტი
|
1.კლასის
ორგანიზება -3წთ; საშინაო დავალების შემოწმება-7წთ.მასწავლებელი ესალმება კლასს,
ამოწმებს საშინაო დავალებას. მოსწავლეები გაიხსენებენ რას ნიშნავს სიტყვა ეკოლოგია,
როგორ წარმოიქმნება ზმნის საწყისი ფორმისგან, ბრძანებითი კილო (წაკითხვა-წაიკითხე
!-წაიკითხეთ!)
2.ახალი მასალის ახსნა-25წთ.
I ფაზა-გამოწვევა.-2
წთ მასწავლებელი
შესავალ სიტყვაში აღნიშნავს , რომ ისევ აგრძელებენ მუშაობას თემაზე „ჩემი სახლი-პლანეტა
დედამიწა“.დასვენების დღეებში ყველას სურს დაისვენონ სუფთა ჰაერზე ქალაქგარეთ,ტყეში.მაგრამ
ვუფრთხილდებით კი ბუნებას სათანადოდ!დღეს ჩვენ წავიკითხავთ ტესტს „დასვენება ბუნებაში“.3.II ფაზა-სიღრმისეული წვდომა , თემის დამუშავება.-15წთ.მოსწავლეები
კითხულობენ ტექსტს,ეცნობიან შინაარსს,ამოიწერენ უცხო სიტყვებს,მუშაობენ სიტყვებზე
და ფრაზებზე (венки-გვირგვინები,опушка-ტყის პირი,наломали веток-დაამტვრიეს ტოტები).
3.III-ფაზა- გააზრება და გამოყენება-8წთ.
მოსწავლეები პასუხობენ კითხვებზე:სად წავიდნენ ბავშვები?სად
იპოვა ნუცამ ბუდე? და ა.შ.მოსწავლეები ასრულებენ დავალებას #4-ჩასვან წინადადებებში
გამოტოვებული სიტყვები.#5 დავალებას აქვს სათაური“ჩვენ ვიცავთ ბუნებას“.მოსწავლეებმა
ნაწილაკი არ-ას გამოყენებით ბრძანებით კილოში უნდა დაწერონ მოწოდება-არ აწვალოთ ცხოველები!არ
დაამტვრიოთ ტოტები! (Не мучайте животных ! Не ломайте ветки
!) №6 დავალებაში შეაერთებენ საწინააღმდეგო შინაარსის
ფრაზებს- (სახლში წამოიყვანეს
ზღარბი- ტყეში დატოვეს).მოსწავლეები
ადარებენ ბავშვების მოქმედებას ტყეში კცევის ნორმას და ნახატებს შეუსაბამებენ მოწოდებას
-არ დატოვოთ ანთებული კოცონი! არ დაანაგვიანოთ ტყე! და ა.შ.ამის შემდეგ მოსწავლეები
ასრულებენ დავალებას #8,შეცვლიან ტექსტს ისე რომ ბუნებას არ მიადგეს ზიანი.მაგ.-მოაგროვეს
ხმელი ტოტები,წამოსვლის წინ ნიკამ ჩააქრო კოცონი და ა.შ. დასკვნით ნაწილში კლასი ჩამოწერს
ტყეში,ბუნებაში მოქცევის წესებს:“არ დატოვოთ ანთებული კოცონი !
ეს საშიშია !არ დაამტვრიოთ ტოტები ! ტყე ჩვენი სიმდიდრეა!
საშინაო დავალება რვეულში#4.ტექსტი "დასვენების დღე
ბუნებაში“-თხრობით. სსსმ მოსწავლე
წაიკითხავს აბზაცს ტექსტიდან,შეასრულებს წერით დავალებას.
|
შედეგი
|
კითხვა-ს.II.7-მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს.
12-მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი.
15-
მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის
სხვადასხვა ტექნიკა.
წერა ს.II.-20-მოსწავლე
იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს.
21-მოსწავლეს შეუძლია მიმართოს წერის
სათანადო სტრატეგიებს.
ლაპარაკი- ს.II.-22- მოსწავლე
ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.25- მოსწავლეს
შეუძლია გაბმულად ლაპარაკი.სწავლის სწავლა ს.II.- 31- მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით
განსაზღვროს შესასრულებული დავალების მოთხოვნები. 32-მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.
სსსმ- კითხვა-უცხ.ს.1.მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის ელემენტარულ უნარს.წერა-
უცხ.ს.1.მოსწავლე ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს წინადადებებს.იცავს ასოთა გადაბმის წესებს. |
რესურსები
|
სახელმძღვანელო,სამუშაო
რვეული,სამუშაო ფურცლები,ფლომასტერები.
|
შეფასება
|
მოსწავლეთა ცოდნის და გაკვეთილში ჩართულობის მიხედვით
შევაფსებ მათ პასუხებსმიმდინარე- განმავითარებელი შეფასებით.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment